კულტურული გლობალიზაცია

კულტურული გლობალიზაცია
• მიზნად ისახავს რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული და კულტურული განსხვავებების წაშლას და ერთსახოვანი გლობალური კულტურის ფორმირებას.
Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები.№1,-თბ,- 2007
• დასავლური სამყაროს პირმშოა. გლობალური კულტურა და მასთან დაკავშირებული პროცესები მომდინარეობენ და სათავეს იღებენ თანამედროვე მსოფლიოს ძლიერი მეტროპოლიებიდან და კულტურის უმსხვილესი ცენტრებიდან. ესენი არიან თანამედროვე ახალი „კულტურული იმპერიები“. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი გლობალური კულტურა და კოსმოპოლიტური იდეები ყოველთვის წინააღმდეგობაშია და შეუთავსებადია სახელმწიფოს ძალისმიერ პოლიტიკასა და რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ქვეყნის კულტურულ მახასიათებლებთან. ზოგიერთ ქვეყანაში კულტურული გლობალიზაციის პროცესი დიდ წინააღმდეგობებსა და შეზღუდვებს აწყდება. ყოველი ქვეყნის კულტურა გამოირჩევა საკუთარი ბუნებით, სპეციფიკით, თვითმყოფადობით, ისტორიით, თვისებებითა და ტრადიციებით, ღირებულებებით, რომლებიც მეტ-ნაკლებად აფერხებენ ე.წ კულტურული იმპერიალიზმის მზარდ პროცესს. მაგრამ ხდება პირიქითაც, როდესაც ქვეყნის კულტურა იზღუდება, იჩრდილება ან ცვლილებას განიცდის გლობალური კულტურის მიერ. მიუხედავდ ამგვარი გავლენისა, ქვეყნის, ერის კულტურა მაინც ინარჩუნებს საკუთარ ბუნებას, რადგან მას გლობალიზაციის მავნე პროცესებისაგან გარკვეული სახის „თავდაცვითი მექანიზმები“ გააჩნია. აქ გარკვეულწილად, იგულისხმება ის მახასიათებლები, რომლებიც თითოეული ერის, ეროვნული კულტურის განმასხვავებელ ნიშნებს მოიცავს. ესენია: 1) ეროვნული ხასიათი, 2) ისტორია, 3) ერისადმი კუთვნილების აღქმა და განცდა 4) დროის ფაქტორი, 5) გარკვეულ სივრცეში არსებობა, 6) ენა, 7) არავერბალური კომუნიკაცია, 8) ღირებულებანი და ფასეულობანი, 9) ქცევა: ნორმა, წესები, ტრადიციები და ჩვეულებები 10) სოციალური ჯგუფები, გაერთიანებები და კავშირები. გლობალიზაციის ერაში კულტურის თვითმყოფადობისა და მისი თვისებების შენარჩუნება დამოკიდებულია თავად იმ ქვეყნის, ერის, მოსახლეობის ეროვნულ სიძლიერეზე, თუ რამდენადაა ის ეროვნულად შეკრული და გაერთიანებული, რამდენად ძლიერი, ღრმაა მათი კულტურული მახასიათებლები, ისტორიული ფესვები, რამდენად ფასეულია ეს ტრადიციები, რამდენად მიიღებს მათი კულტურა გარედან შემოსულ გლობალურ გარდაქმნებს. მიუხედავად იმისა, რომ ერის როლი და მისი ფუნქცია სწორედ ამგვარი გარდაქმნების ფონზე საგრძნობლად შესუსტდა, იგი მაინც არსებობს და ზოგ ქვეყნებში გზასაც უღობავს და აფერხებს გლობალურ ცვლილებებსა და სიახლეებს, რაც მათი ეროვნული, თვითმყოფადი კულტურისათვის მიუღებელია. კოსმოპოლიტური, კულტურის ტალღა, ყველა ქვეყანაში სხვადასხვა დონეებს აღწევს და სხვადასხვაგვარად ვითარდება, რადგან თითოეული ერის კულტურა, იდეოლოგია განსხვავდება სხვა ერის, ქვეყნის კულტურული ცნობიერებისაგან. ხშირად ხდება ეროვნული ტრადიციების, კულტურული ღირებულებების უგულებელყოფა, მათი შერწყმა მასობრივ გლობალურ პროცესებთან, რაც თავისთავად უკარგავს ერს კულტურულ ინივიდუალიზმსა და მხოლოდ ამ ერისთვის მახასიათებელ ცნობიერებას. ახალი გლობალური კულტურა სულ უფრო ჰიბრიდულ და მრავალგვაროვან ხასიათს ატარებს. ინტერნაციონალური პროცესების ურთიერთდამოკიდებულება მსოფლიოში ეფუძნება გლობალური ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უზარმაზარ სისტემას. ეს პროცესი ატარებს, როგორც მოდერნისტულ ასევე „პოსტ-მოდერნისტულ“ თვისებებს. ცნობილია, რომ კოსმოპოლიტურ კულტურას გააჩნია სამი ძირითადი და მთავარი მახასიათებელი: 1) ის არის უნივერსალური პროცესი, 2) აქვს ტექნოლოგიური ბუნება, 3) და ამ პროცესში დროის ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი. მსოფლიო ისტორიის მანძილზე არცერთი დიდი ცივილიზაცია (ჩინეთის, რომის, ბუდისტური, ისლამური) და მათი კულტურა არ ყოფილა ასეთი უნივერსალური და ყოვლისმომცველი ბუნების მატარებელი. ამ იმპერიებისა და ცივილიზაციების პარალელურად ყოველთვის არსებობდა სხვადასხვა ქვეყნების, იმპერიების, ხალხების თვითმყოფადი კულტურა, რომელიც არსებობდა კონკრეტულ სახელმწიფოში და ხალხში და სათავეს იღებდა მათი ისტორიის განსაზღვრული პერიოდიდან. დღევანდელ დღეს არსებული გლობალური კულტურა კი ძალიან ძნელია მიაკუთვნო რომელიმე ადგილს და განსაზღვრულ დროს. მიუხედავად იმისა, რომ მას ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი და ფართო მასშტაბები აქვს, მაინც ძალიან რთულია მისი კონკრეტულ ადგილთან და დროსთან დაკავშირება. ეს პროცესი თანდათან კარგავს სივრცისა და დროის შეგრძნებას და ხდება უნივერსალური მოვლენა, რომელიც, როგორც ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, პლანეტარულ სახეს იძენს. თანამედროვე, გლობალური კულტურა, პირველ რიგში, ტექნოლოგიური ცივილიზაციის შემომტანია მსოფლიოში. მისი კოსმოპოლიტანიზმი ძირითადად ეფუძნება უდიდეს ტექნოლოგიურ ბაზას კომუნიკაციის ყოვლისმომცველი სისტემით, რომელიც თავისთავად ქმნის მჭიდროდ ურთიერთდამოკიდებულ სოციალურ, კულტურულ კავშირებს. ამგვარ უნივერსალურ კულტურულ პროცესებს არა აქვთ კონკრეტული ისტორიული საფუძველი, არც განვითარების სპეციფიური, მახასიათებელი რითმი და თანმიმდევრობა. კულტურული გლობალიზაცია მესამე სამყაროს ქვეყნებსა და არადასავლურ საზოგადოებაში განსაკუთრებულად და ყველაზე მეტად იგრძნობა, იგი აქ ადგილობრივი კულტურისათვის სრულიად უცხო და ახალ ელემენტებსა და ღირებულებებს ამკვიდრებს. ამ ქვეყნების კულტურა გასაკუთრებულად მგრძნობიარეა დასავლური, გლობალური ფასეულობებისადმი. დასავლური კულტურის გლობალური პროცესები, საბაზრო ეკონომიკა, კომუნიკაციური ტექნოლოგიების სწრაფი ზრდა მსოფლიოში ყველაზე ნათლად აისახება და ვლინდება აფრიკის კონტინენტზე, სადაც მძლავრი გლობალური პროცესები ყველაზე ადვილად და მასობრივად მკვიდრდება და ერთ-ერთი მიზეზი არის ამ ქვეყნების უკიდურესად ღარიბი და მწირი ეკონომიკური, სოციალური პირობები. უნდა ითქვას, რომ აფრიკელი ხალხი ძალიან სწრაფად ითვისებს იმ მატერიალურ და ინდივიდუალური კულტურის ღირებილებებსა და ფასეულობებს, რომელიც სათავეს იღებს დასავლური კულტურიდან. მიუხედავად ამ ქვეყნების უკიდურესად ღარიბი შიდა რესურსებისა, მაინც რთულია ახსნა რამ გამოიწვია სრულიად სხვა კულტურის მატარებელი, აფრიკელი ხალხის ამგვარი უეცარი ვესტერნიზაცია. ძირითადი მიზეზი ისევ და ისევ მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებაა. უამრავი საჭირო პროდუქციისა და საქონლის შედინება ამ ქვეყნებში საჭიროა აფრიკის სოციალურად ღარიბ და დაუცველ საზოგადოებისათვის. გლობალური იდეები, ახალი შესაძლებლობების გაჩენა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და ხიბლავს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, მოზარდებს, რადგან ღარიბ, დაბალგანვითარებულ ქვეყანაში ყოველგვარი სიახლე, ცვლილება ნიშნავს გაექცე მკაცრ ტრადიციებს, კულტურულ წეს-ჩვეულებებს. ამ ცვლილებებს შეუძლიათ მოიტანონ კულტურების ნოვაციური ფორმით შერწყმის ახალი შესაძლებლობები. მაგრამ ეს შერწყმა შეიძლება არ აღმოჩნდეს ჯანსაღი და ჯამრთელი ბუნების, რადგან მსოფლიოში არ არსებობს ორი ერთნაირი კულტურა. მიუხედავად ყოველგვარი ეკონომიკური გარდაქმნებისა და პროგრესისა სხვადასხვა კულტურის ნამდვილი შერწყმა რომ მოხდეს ნაკლებსავარაუდოა, მითუმეტეს როცა ვსაუბრობთ ისეთ კულტურებზე, როგორიც არის დასავლური და აფრიკული კულტურა. დასავლური კულტურის ტალღამ ტაიფუნივით გადაიარა აფრიკის კონტინენტზე, სწრაფად შეაღწია მის საზოგადოებაში. აშკარაა, რომ აფრიკული კულტურა, რომელიც ღირებული და ფასეულია აფრიკელი ხალხისათვის, ითრგუნება და გაქრობის ზღვარზეც კი არის იმ მზარდი და ძლიერი გლობალური კულტურის ქსელებითა და კავშირებით, რომლებიც მთელს პლანეტაზეა გავრცელებული. აფრიკული საზოგადოების ვესტერნიზაციის პროცესი ძალიან მჭიდროდ უკავშირდება კულტურული გლობალიზაციის მზარდ მოვლენებს განვითარებად ქვეყნებში. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში დაიწყო, როდესაც დასავლელი იმპერიები ცდილობდნენ უგულებელეყოთ უამრავი ხალხების კულტურული მემკვიდრეობა, დასავლეთი ცდილობდა დასავლური რელიგია და კულტურა გაევრცელებინა სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესისა და კულტურის მატარებელ ხალხზე. მასობრივად ხდებოდა დასავლური კულტურის შეტანა და დანერგვა არადასავლურ ხალხებსა და საზოგადოებებში და დღესაც გრძელდება ეს პროცესი. როგორც ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, ეს იყო დასავლური ცივილიზაციის მისია. შემდეგ, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, დასავლური შეხედულებების თანახმად, კოლონიური საზოგადოებებისა და ერის განვითარებისა და წინსვლისათვის აუცილებელი იყო ამ ხალხის ისტორიული გამოცდილების, ფესვების დავიწყება და კულტურულ მემკვიდრეობაზე უარის თქმა, რის შედეგადაც მოხდებოდა მათი დასავლურ კულტურასთან ინტეგრაცია. ეს დასავლური პოლიტიკა ეფექტური აღმოჩნდა. აფრიკელებს სჯეროდათ მითებისა და ტყუილების იმის შესახებ, რომ ისინი იყვნენ პრიმიტიული, ისტორიის არმქონე, განუვითარებელი, ზარმაცი, მესამე მსოფლიოს განუვითარებელი ქვეყნის ხალხი, რომელიც საჭიროებდა დასავლური კულტურისა და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი სიახლეების შეთვისებას. კოლონიალიზმმა გაუკვალა გზა დღევანდელ კულტურულ გლობალიზაციას, რომელმაც ამ ქვეყნებში გამოიწვია აშკარა კულტურული დეზორიენტაცია. დასავლური კულტურის ექსპანსია გრძელდება აფრიკულ და სხვა არადასავლურ ხალხების კულტურებზე. მიუხედავად იმისა, რომ აფრიკელები ყველაზე მეტად საჭიროებენ სოციალურ, ეკონომიკურ წინსვალს, ეს პროცესები არ უნდა ატარებდნენ ექსპანსიურ ხასიათს ამ ხალხის თვითმყოფად კულტურაზე, რომელიც გამოირჩევა საკუთარი სპეციფიკით, განუმეორებელი ბუნებითა და ღირებულებებით. სოციალურად ღარიბ აფრიკას გააჩნია საკუთარი თვითმყოფადი კულტურა, რომელიც გამორჩეულია თავისი მახასიათებლებითა და ეთნიკური ნიშნებით. ამას ადასტურებს აფრიკული მუსიკის ფენომენიც, რომელიც გამორჩეული და მდიდარია თავისი რითმებით, სტილით, საოცარი ეგზოტიკით, ეთნიკური ხასიათით, შესრულებით. ცხადია, რომ დასავლური კულტურული გლობალიზაციის პროცესები აფრიკული კულტურისათვის სრულიად გაუგებარი და უცხოა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხის კულტურა დასავლური პროცესების ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის, ეს კულტურა მაინც არსებობს, რადგან თვითმყოფადია და ინარჩუნებს საკუთარ სპეციფიკურ ბუნებას. ამის დასტური არის თუნდაც ის, რომ აფრიკელ ადამიანს ყოველთვის ეტყობა თავისი წარმომავლობა საკუთარი ეთნიკური მახასიათებლებით და მას ყოველთვის გამოარჩევ სხვა ერის წარმომადგენლისაგან. დღესდღეობით, კულტურული გლობალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება არის მისი დევესტერნიზაცია, რომელიც ვლინდება არადასავლური ერებისა და ერი-სახელმწიფოების გამოჩენით. ამ პროცესის მთავარი აქტორი და მონაწილე იაპონიაა. მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ დასავლური კულტურული გლობალიზაცია (ამერიკული კულტურა) რჩება დომინანტურ ძალად მსოფლიოში. სწორედ დასავლური გლობალიზაცია კვებავს დღეს, ზოგადად, გლობალიზაციის პროცესს მსოფლიში, ისევე როგორც ის განსაზღვრავდა გლობალურ პროცესებს იმპერიალიზმის და კოლონიალიზმის ხანაში. დასავლური კულტურის ჰეგემონიას ძირითადად განაპირობებს ინფორმაციული ტექნოლოგიები, როგორც ეკონომიკური გლობალიზაციის განმსაზღვრელი ფაქტორი. კულტურული გლობალიზაციის უარყოფითი მხარეები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე დადებითი. ეს ჩანს იმაშიც, რომ ხდება ქვეყნების კულტურის კომერციალიზაცია. „კომერციული“ კულტურა კარგავს თავის ძირითად და მთავარ შინაარს და ის ერის, ეთნოსის კულტურა უკვე აღარ არის. ისეთი მძლავრი კულტურული ფენომენები, როგორებიც არის მუსიკა, კინო, ხელოვნება, სპორტი, ტანსაცმელი დღეს სამწუხაროდ ხდება გლობალური ბაზრის პროდუქტი. ამგვარი კომერციალიზაცია, რომელიც იწვევს კულტურული ღირებულებების გაუფასურებას თავისთავად ნეგატიური პროცესია, რომლის დროსაც დიდია საშიშროება იმისა, რომ ბევრი ქვეყნის კულტურის მახასიათებლები დაიკარგება მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ მიიღებს გლობალური, კომერციული ბაზარი. ერის კულტურა ასაზრდოებს გაცილებით ღირებულ და სრულიად განსხვავებულ ინტერესებსა და მისწრაფებებს. როგორც ერთმა აფრიკელმა ექსპერტმა აღნიშნა, ტრადიციული კულტურული ღირებულებანი მიაქვს კოკა-კოლისა და მაკდონალდსის კულტურას. გლობალური, კოსმოპოლიტური კულტურის საერთო ასპექტი არის ის, რომ იგი სთავაზობს ხალხს ყველასათვის საერთო იდეალებს, რაც ფაქტიურად, წარმოუდგენელია და რაც შეუძლებელია მიიღოს და გაითავისოს მსოფლიოს ყველა ერმა თუ საზოგადოებამ. მსოფლიოში არ არსებობს ორი მსგავსი კულტურის მატარებელი ერი, ამდენად ერთიანი კულტურის დამკვიდრება მსოფლიოში უტოპიური და არარეალურია
Source: ნიკოლაიშვილი ნუცა. გლობალიზაცია და კულტურა//ახალი აზრი, \#2(16), – 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Полезное


Смотреть что такое "კულტურული გლობალიზაცია" в других словарях:

  • გლობალიზაცია — • ტერმინი გლობალიზაცია ინგლისურ სიტყვა globe ს უკავშირდება, რაც დედამიწას, გლობუსს ნიშნავს, ხოლო global მსოფლიოს, გლობალურს. გლობალიზაციის ტერმინის გამოჩენა დაკავშირებულია ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელთან, რომელმაც ის 1983 წელს… …   Georgian encyclopedia

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia

  • გლობალიზმი — • აზრობრივი ვირუსი, რომელიც ბოლო დროს შეეყარა ყველა პარტიას, ყველა რედაქციას, ყველა ინსტიტიტუტს. მის დოგმატს წარმოადგენს არა ის, რომ ადამიანებმა ეკონომიკურად უნდა იმოქმედონ, არამედ ის, რომ ყველაფერი, პოლიტიკა, მეცნიერება, კულტურა ეკონომიკურ… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»